საფრანგეთში ტოპ-14-ის მე-15 ტურის შეხვედრაში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველი მორაგბეები სათადარიგო სკამზე იყვნენ. „ტულონის“ რიგებში ბექა გიგაშვილი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, მალევე მოწინააღმდეგე გუნდს კარლენ ასეიშვილი შეუერთდა.
მატჩის 58-ე წუთზე „ბრივის“ შემადგელობაში მოედანზე მარქაფიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე გამოჩნდა, რომელმაც რამდენიმე წუთში „ტულონი“ დაალელოვა.
მიუხედავად ამისა, სტუმრებმა შეხვედრა 34:17 დათმეს. „ტულონი“ 40 ქულით ჩემპიონატის მე-3 ადგილზეა, „ბრივი“ 29 ქულით მეცხრეზეა. ტულონელთა მორიგი მეტოქე „ლა როშელი“ იქნება, „ბრივი“ „აჟენს“ უმასპინძლებს.