ვაშინგტონში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

13:25, 09.05.2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან ერთად ალექსანდრე ქართველისადმი მიღძვნილი საღამოების ციკლის Alexander Kartveli STEM Speaker Series გახსნით საღამოს უმასპინძლა. საქართველოში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად არის მიჩნეული. საღამოების ციკლი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამო საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ გახსნა. მან NASA-ს მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის ჩაკრულოს გაშვება აღნიშნა. საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ რუბინი, რომელმაც ალექსანდრე ქართველის ცხოვრებასა და მის ნამუშევრებზე ისაუბრა.​

​გახსნით საღამოზე სიტყვით წარსდგა NASA-ს ცნობილი ინჟინერი, ჯონ კასანი, რომელიც 50 წელზე მეტია, სხვადასხვა კოსმოსურ მისიებს აწყობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯონ კასანიმ საკუთარ მისიებსა და NASA-ს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.

მსგავსი