„ვაშინგტონ პოსტი“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დონაციისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სხვა ქვეყნებისთვის „ფაიზერის“ შეძენის გეგმის შესახებ პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე უფრო ვრცლად ისაუბრებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ივნისის ბოლომდე 80 მილიონი დოზა ვაქცინის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, განაწილების შესახებ ინფორმაცია 3 ივნისს გაავრცელა. აქედან 19 მილიონი დოზა „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით გადანაწილდება, ექვსი მილიონი დოზა კი, პირდაპირ გაიგზავნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, სადაც ეპიდვითარება უკიდურესაც მძიმეა.