ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელია | გუანჯოუს შემაჯამებელი ტურნირი
ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელია | გუანჯოუს შემაჯამებელი ტურნირი

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ჩინეთში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მისი მოწინააღმდეგე მონღოლი ლხაგვასურენი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლაზე არ გამოცხადდა და ლიპარტელიანს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

დღეს ფინალში კიდევ ერთი ქართველი, მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იასპარეზებს. ოქროს მედლისთვის ის ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეებრძოლება.