ვარლამ გოლეთიანი - არ შევწყვეტთ ხმაურს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და პირველ რიგში, ეს ბარიკადი არ იქნება აღებული
ვარლამ გოლეთიანი - არ შევწყვეტთ ხმაურს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და პირველ რიგში, ეს ბარიკადი არ იქნება აღებული

არ შევწყვეტთ ამ ხმაურს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და პირველ რიგში, ეს ბარიკადი არ იქნება აღებული, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„ამ პროტესტის ფორმას სიმბოლური ხასიათი აქვს. არ შევწყვეტთ აქ ამ ხმაურს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული და პირველ რიგში, ეს ბარიკადი არ იქნება აღებული აქედან. ბუნებრივია, ჩვენ ძალადობრივ გზებს არ მივმართავთ, მაგრამ ამ ხმაურს გამოვიწვევთ იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. ასევე დავკეტავთ შემოსასვლელ გზას და კომპანიის მანქანებს შეეზღუდებათ გადაადგილება. ჩვენთვის უმთავრესი სამოქმედო გეგმაა, რომ კომპანია „ენკამ“ ვერ შეძლოს შესვლა. შესაძლებელია ამას დარბევაც მოჰყვეს, ვერ გეტყვით, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის და მოვუწოდებ ყველას, გვერდში დაგვიდგეს და ჩაებას ამ ბრძოლაში“,- განაცხადა გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში მივიდნენ, სადაც სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები აქვთ აღმართული. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.