„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში მივიდნენ, სადაც სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები აქვთ აღმართული. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ. მათი განცხადებით, იქამდე არ გაჩერდებიან, ვიდრე კომპანია „ენკა“ რიონის ხეობას არ დატოვებს.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ძალადობრივად მეორე მხარეს გადასვლას არ აპირებენ.

„დღეს აქ ჩვეულებრივ გავათენებთ ღამეს. ჩვენ ვმოქმედებთ მშვიდობიანი გაცხადებული მოქმედების სტრატეგიით. ყველამ მინდა, ეს მკაფიოდ იცოდეს. აქ ხედავთ, რომ აღმართულია რკინის ბარიკადი, რომელზეც ჩვენ ავტეხთ ხმაურს. არც ერთ შემთხვევაში არ გადავალთ იერიშზე. უბრალოდ ავტეხთ ხმაურს და არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს რიონის ხეობას“,- განაცხადა გოლეთიანმა.

რკინის ბარიკადების მეორე მხარეს პოლიციაა მობილიზებული.