ვარკეთილში დაჭრილი მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

23:31, 17.03.2019

ვარკეთილში დაჭრილი მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შუახნის მამაკაცი მკურნალობას თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი შემოყვანილ იქნა 112-ის მიერ, სისხლმდენი ჭრილობით გულმკერდის არეში. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ქიმიო-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპისთვის შინაგანი ორგანოს დაზიანება არ ვლინდება. სტაბილიზაციისა და დაკვირვების მიზნით, პაციენტი იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა ვახტანგ ჩალამბერიძემ.

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.

მსგავსი