ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს

22:15, 17.03.2019

ვარკეთილში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი