ვარჯიში „გაგრამაც“ განაახლა - ლიგა2-ის განახლების თარიღი კვლავ უცნობია
ვარჯიში „გაგრამაც“ განაახლა - ლიგა2-ის განახლების თარიღი კვლავ უცნობია

საწვრთნელი პროცესი ეროვნული ლიგა2-ის გუნდმა „გაგრამაც“ განაახლა და მუხრანის სპორტულ ცენტრში ემზადება – ინფორმაციას გუნდის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ფეხბურთელები რამდენიმე ჯგუფად დაყო და ერთსაათიანი შუალედით ავარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმოსკრინინგი ჩაიტარეს. ვარჯიშის მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ გასცა“ – წერია კლუბის მიერ გავბრცელებულ ცნობაში.

თუმცა, ჯერ ეროვნული ლიგა 2-ის განახლების დრო უცნობია. ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.