ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დღეს დაინიშნება

12:19, 26.02.2018

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების თარიღს დღეს გამოაცხადებს.

ცესკო-ს სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული, რომელზეც შუალედური არჩევნების თარიღი უნდა გახდეს ცნობილი.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

მსგავსი