სუს-ის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნაზე ოფიციალური განცხადება ვრცელდება
სუს-ის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნაზე ოფიციალური განცხადება ვრცელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

იმის გათვალისწინებით, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, მის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ამ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.