ვან მაარვიკმა საამიროების ნაკრები ჩაიბარა
ჰოლანდიელი სპეციალისტი ბერტ ვან მაარვიკი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავარი მწვრთნელი გახდა, – წერს სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP).
66 წლის მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ავსტრალიის ნაკრები, რომელმაც ვერ შეძლო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა – სამ მატჩში ერთი ქულა დააგროვა.
ვან მაარვიკი ადრე ჰოლანდიის ნაკრებს წვრთნიდა და ეს გუნდი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ფინალში გაიყვანა.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებმა წელს, აზიის თასზე ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ წააგო მომავალ ჩემპიონთან – ყატართან.