ვან დერ ვაარტი „ესბურგის“ ფეხბურთელი გახდა
ვან დერ ვაარტი „ესბურგის“ ფეხბურთელი გახდა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, მსოფლიოს 2010 წლის ვიცე-ჩემპიონი რაფაელ ვან დერ ვაარტი დანიის “ესბერგში” გადავიდა სათამაშოდ. როგორც კლუბის პრეს-სამსახური წერს, 35 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ვან დერ ვაარტი დანიის ჩემპიონატში 2016 წლიდან თამაშობს. მისი წინა კლუბი იყო “მიდტიულანდი“.
საინტერესოა, რომ ვან დერ ვაარტის შეყვარებული გამოდის “ესბერგის” ხელბურთის გუნდში.

რაფაელ ვან დერ ვაარტის საფეხბურთო კარიერა 2000 წლიდან იწყება. ამ დროის განმავლობაში, მან ითამაშა “აიაქსის”, “ჰამბურგის”, “რეალის”, “ტოტენჰემისა” და “ბეტისის” შემადგენლობაში.