„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი, შესაძლოა, ინგლისურ კლუბში დაბრუნდეს ხელმძღვანელ პოსტზე. მას სთავაზობენ ტექნიკური დირექტორის თანამდებობას, – იტყობინება „მანჩესტერ ივნინგ ნიუზი“ (Manchester Evening News).
ამჟამად, 48 წლის ვან დერ სარი დირექტორად მუშაობს ამსტერდამის „აიაქსში“.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2005-11 წლებში თამაშობდა. ამ გუნდის რიგებში მან ოთხჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგა.