ვან დერ სარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპორტული დირექტორი ხდება
ვან დერ სარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპორტული დირექტორი ხდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი, შესაძლოა, ინგლისურ კლუბში დაბრუნდეს ხელმძღვანელ პოსტზე. მას სთავაზობენ ტექნიკური დირექტორის თანამდებობას, – იტყობინება „მანჩესტერ ივნინგ ნიუზი“ (Manchester Evening News).

ამჟამად, 48 წლის ვან დერ სარი დირექტორად მუშაობს ამსტერდამის „აიაქსში“.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2005-11 წლებში თამაშობდა. ამ გუნდის რიგებში მან ოთხჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგა.

დატოვე კომენტარი