„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავისი აზრი გამოთქვა თანამედროვე საზოგადოებაში არსებული რასიზმის შესახებ.
„მიმაჩნია, რომ დაუჯერებელია თანამედროვე სამყაროში რასიზმის ხილვა. ის დღეს საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ რასისტი იყო.
ასე რომ, იყავით ერთმანეთის მიმართ მეგობრულები, დაკავდით საკუთარი საქმით. ისე მოეპყარით სხვებს, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგეპყრან. ვხედავ, როგორ ცდილობენ ბავშვები და ხანშიშესული ადამიანები სხვებს ზიანი მიაყენონ, და არ შემიძლია გავიგო ეს. სოციალურ ქსელებს ნამდვილად შეუძლიათ გატეხონ ადამიანები“, – თქვა ვან დეიკმა.