ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმების წინადადებით გამოდის.
„მე დღემდე დიდი ცნობისმოყვარეობით ვუყურებ ოფსაიდის წესს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცუდი წესია. როგორც მინიმუმ, მინდა ვცადო და დავანახო ყველას, რომ ფეხბურთი თამაშგარის გარეშე შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი მის გარეშე უკეთესი იქნება.
ფეხბურთი – დაუჯერებელი თამაშია, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეგვიძლია თამაშის გაუმჯობესება, ის უფრო სანახაობრივი და საინტერესო უნდა გახდეს. უნდა ვიმუშაოთ ამაზე.
თუ ვნახავთ, ჩვეულებრივ როგორ გაჰყავთ დრო, როგორი გაუთავებელი პაუზებია აუტებისას, ტრავმები… ხალხს არ უნდა ამის ნახვა და ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ. ხალხს მოქმედება უნდა. დღეს ძალიან ბევრია ისეთი სიტუაცია, როცა სანახავი არაფერია. ეს ცუდ გავლენას ახდენს თამაშზე“, – განაცხადა ვან ბასტენმა.