მარკო ვან ბასტენი - 38 წლამდე რომ მეთამაშა, კრიშტიანო რონალდოზე უკეთესი ვიქნებოდი #1TVSPORT
მარკო ვან ბასტენი - 38 წლამდე რომ მეთამაშა, კრიშტიანო რონალდოზე უკეთესი ვიქნებოდი #1TVSPORT

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა საკუთარი თავი „ალ-ნასრის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს შეადარა.

„ლევანდოვსკი ოდნავ მგავს. ვფიქრობ, კრიშტიანო რონალდოსთან ახლოს ვარ. გამონაკლისი ის არის, რომ ის ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე მე. ის 38 წლისაა და ჯერ ისევ თამაშობს. სიამოვნებით ვნახავდი, რა მოხდებოდა, მეც რომ 38 წლამდე მეთამაშა. ვფიქრობ, რონალდოზე უკეთესი ვიქნებოდი“, – მოჰყავს გამოცემა Sportskeeda-ს ვან ბასტენის სიტყვები.

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ 25 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ვან ბასტენმა გამუდმებული ტრავმების გამო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა.