ვალვერდემ „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა - გამოსასყიდი 750 მილიონია
მადრიდის „რეალის“ ურუგვაელმა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გაზეთ „მარკას“ მონაცემებით, კონტრაქტში მითითებულია გამოსასყიდი თანხა – ურუგვაელის შეძენის მსურველმა კლუბმა 750 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
წლევანდელ სეზონში ვალვერდემ ცხრა მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.
ნახევარმცველის წინა კონტრაქტი „რეალთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.