„რეალი“ ვლაჰოვიჩისა და რიშარლისონის კანდიდატურებს განიხილავს #1TVSPORT
„რეალი“ ვლაჰოვიჩისა და რიშარლისონის კანდიდატურებს განიხილავს #1TVSPORT

ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარ მიზნად შეტევითი ხაზის გაძლიერებას განიხილავს. „იუვენტუსისა“ და „ტოტენჰემის“ ფორვარდები დუშან ვლაჰოვიჩი და რიშარლისონი მოიაზრებიან ქარიმ ბენზემას სავარაუდო შემცვლელებად, რომელმაც ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში ბევრი მატჩი გამოტოვა.

დღეისთვის 35 წლის ფრანგის ერთადერთი პირდაპირი შემცვლელი მარიანო დიასია, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს მადრიდულ კლუბს.

ასევე იტყობინებიან, რომ „რეალი“ გეგმავს სხვა პოზიციების გაძლიერებასაც, მათ შორის ახალი მარჯვენა გარემარბის პოვნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს როდრიგოსა და ფედერეიკო ვალვერდეს. ამ პოზიციაზე ერთ-ერთი კანდიდატია „ბაიერნის“ გარემარბი კინგსლი კომანი.