„ვალენსია“, „შახტარი“, „ტრაბზონი“, „ბარსას აკადემია“ თბილისის ტურნირზე ითამაშებენ #1TVSPORT
„ვალენსია“, „შახტარი“, „ტრაბზონი“, „ბარსას აკადემია“ თბილისის ტურნირზე ითამაშებენ #1TVSPORT

26-31 ოქტომბერს „საბურთალოს“ ორგანიზებით საერთაშორისო ტურნირი , 2008 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ „ვალენსია“, დონეცკის „შახტარი“, „ტრაბზონსპორი“, „ბარსას აკადემია“, აქტაუს „კასპი“, „ბუნიდკორი“ და „საბურთალოს“ ორი გუნდი.

მატჩები გაიმართება „ბენდელას“ განახლებულ მოედანზე, ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „საბურთალოს“ Youtube არხი შემოგთავაზებთ.

ტურნირის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.