ვახუშტი მენაბდე შალვა ნათელაშვილს პასუხობს - პორტ-არტურამდე შიხლინსკის საარტილერიო ბატარეაში ვიბრძოდი ცინჯოუს ყელის დასაკავებლად
ვახუშტი მენაბდე შალვა ნათელაშვილს პასუხობს - პორტ-არტურამდე შიხლინსკის საარტილერიო ბატარეაში ვიბრძოდი ცინჯოუს ყელის დასაკავებლად

იქამდე კი ალი-აღა ისმაილ-აღას ძე შიხლინსკის საარტილერიო ბატარეაში ვიბრძოდი ცინჯოუს ყელის დასაკავებლად, – ასე პასუხობს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. ნათელაშვილმა დღეს მენაბდის შესახებ თქვა, „სად ნახულობენ ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყველა ჯურის დამანგრევლებს, ან რაღა დროს ამათი ახალგაზრდობაა, ლამის პორტ-არტურის ბრძოლებში მონაწილეობდნენ“.

შალვა ნათელაშვილი  ვახუშტი მენაბდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი, „კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა“.