შალვა ნათელაშვილი - სად ნახულობენ ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყველა ჯურის დამანგრევლებს, ან რაღა დროს ამათი ახალგაზრდობაა, ლამის პორტ-არტურის ბრძოლებში მონაწილეობდნენ
შალვა ნათელაშვილი - სად ნახულობენ ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყველა ჯურის დამანგრევლებს, ან რაღა დროს ამათი ახალგაზრდობაა, ლამის პორტ-არტურის ბრძოლებში მონაწილეობდნენ

სად ნახულობენ ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყველა ჯურის დამანგრევლებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა ნათელაშვილი ვახუშტი მენაბდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი, „კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა“.

„ახლა ამას ელაპარაკე. ვადამდელ არჩევნებს საქართველოში იხილავს უკვე მთელი მსოფლიო და ეს ამ პრობლემაზე ჩამოსულ ევროპელ შუამავალს ოპოზოციონერთა თანამდებობებზე დანიშვნებს უთანხმებს. სად ნახულობენ ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყველა ჯურის დამანგრევლებს და რაღაც განსხვავებული ჯიშის წარმომადგენლებს ჩვენი ამერიკელი მეგობრები ეს ოცდაათი წელია ვერაფრით ვიგებ. ან რაღა დროს ამათი ახალგაზრდობაა ლამის პორტ-არტურის ბრძოლებში მონაწილეობდნენ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.