ვახუშტი მენაბდე - არჩევნები ქვეყნის მოქალაქეების საკითხია და უმჯობესია, თუ ამ პროცესში სხვა მოქალაქეების ჩართულობა მინიმალიზებული იქნება
უმჯობესია, თუ ეს საკითხი, მოქალაქეებს შორის გადაწყდება და მინიმალიზებული იქნება სხვათა მონაწილეობა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლმა, ვახუშტი მენაბდემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ცალკეული პარტიის გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევს პარტიულ ლიდერებთან დაკავშირებით.
„ჩვენს ანგარიშში ყველა იმ ფაქტს შევიტანთ, რომელიც არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვკონცენტრირდებით მხოლოდ კანონდარღვევაზე. ჩვენ ცუდ პრაქტიკასაც ვაქცევთ ყურადღებას. შეიძლება, რაღაც კანონით არ იყოს აკრძალული, მაგრამ არ იყოს მისაღები და ეთიკური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საერთოდ, არჩევნები არის მოქალაქეების საკითხი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის შესახებ, ამიტომ უმჯობესია, თუ ეს საკითხი, მოქალაქეებს შორის გადაწყდება და მინიმალიზებული იქნება სხვათა მონაწილეობა, სხვათა ჩარევა ამა თუ იმ ფორმით. თუმცა, ცალკეული პარტიების გადასაწყვეტია, რა არჩევანს გააკეთებენ და რა სტრატეგიას აირჩევენ უცხოელი კონსულტანტების თუ პარტიული ლიდერების მოქალაქეობის ცენზთან დაკავშირებით“, – განაცხადა მენაბდემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა ქართულ მედიასთან 2020 წლის საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.