მიხეილ სააკაშვილი - როგორც „აბბას“ სიმღერაშია, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს
მიხეილ სააკაშვილი - როგორც „აბბას“ სიმღერაშია, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვექნება წარმოდგენილი ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია, ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ სიასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოდგენილი იქნება ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია და ქართულ პოლიტიკაში ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა.

„ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი კოალიცია. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ამათ არ ერქვათ პარტიული სახელები. ეს პარტიები ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა, მობეზრდა ერთი და იგივე წრეზე სიარული, ერთი და იგივე ადამიანების ყურება. მათ შორის არიან ღირსეული, დამსახურებული ადამიანებიც, მაგრამ მთლიანობაში ძირითადი ნაწილი ხალხისთვის არის სრულიად გაუგებარი. პოლიტიკოსები საქართველოში ლაპარაკობენ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე. ხალხი აირჩევს იმას, ვისაც შეუძლია აღმშენებლობა, საქართველოს ამ ჭაობიდან ამოთრევა ტიტანური ძალისხმევით. მე არ ვარ კოლექციონერი პარტიული დასახელებების, არ იწვევს ჩემში აღტაცებას ბევრი პარტიული სახელის ჯიბეში ჩადება, მითუმეტეს ეს ჯიბე არ არსებობს, არსებობს ბრძოლა. ბრძოლაში ვინც არის წინ, „აბბას“ სიმღერაში როგორც არის, the winner takes it all – გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს, გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი, ყველაზე წინ წასული, ყველაზე გაბედული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი