ვახუშტი მენაბდე – იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ
იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად საინტერესო და ღირსეულ ადამიანს მივიღებთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საინტერესო შეხვედრა შედგა.
„ძირითადად ვისაუბრეთ პროცედურებზე, ასევე კრიტერიუმებზე. ვფიქრობ, რომ დღეს დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი. ამ შეხვედრებს ჩემი ინფორმაციით მოყვება სხვა შეხვედრები და იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ. შეხვედრის ამ ფორმატს მიზნად არ ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეჯერების ფუნქცია. ჩვენ ცალ-ცალკე თითოეულმა მონაწილემ მივაწოდეთ დამოკიდებულებები, ჩვენი ხედვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მთავარი რაც გამოიყო, ეს არის კვალიფიკაცია და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.