ვახტანგ მეგრელიშვილი -  საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს
ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს

„გირჩის“ წევრის,  ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თაობაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში ჩამოსვლაზე „ქართული ოცნების“ შეცდომის გადაფარვის საშუალებაა, რათა პოლიტიკურმა მხარეებმა იმაზე კი არ იმსჯელონ, რომ ხელისუფლებამ მთლიანი ოპოზიციური სპექტრი „გადააგდო“ და საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემს, არამედ განხილვის საგანი იყოს, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის აღკვეთის სახით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას გრანდიოზულ საფრთხეს აცილებს.

„წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი უკვე კლოუნადას ჰგავს. როგორც ერთ ადამიანს, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ – არა, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მინდა, ამ ქვეყანაში მიმდინარეობდეს. სინამდვილეში, ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყაროა მეორე მხარე. რომ არა ეს განცხადებები, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა“ – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვალდებულებას, რომელიც ერისა და ისტორიის წინაშე აიღო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, სახალხო რეფერენდუმის წინ შესარულებს.

„ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.