მიხეილ სააკაშვილი - ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ
მიხეილ სააკაშვილი - ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ

ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად აღიარა წინასწარვე მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე.

„ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში და ერთადერთი პარალელი არის ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან 2013 წელს და თუ რა მოყვა ამას უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ეს ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება ევროკავშირის ან რომელიღაც პარტიის წინაშე, ეს იყო ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, მას შემდეგ რაც მან მოპარა ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში, მან აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

როდესაც მან დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა. მისი გეგმები გასაგებია, აგვისტოში ის აპირებს დახუროს ოპოზიციური მედია, ვიდრე მთელი მსოფლიო და ოპოზიციის ნაწილი წასულია შვებულებაში. შემდეგ აპირებს, რომ „კოვიდის“ საფარქვეშ შემოიღოს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი და ეს კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, რადგან შარშან არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომელბმაც გაავრცელეს კოვიდი, ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას. იგივე გეგმა აქვს წელს, სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახლახო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებზე.

„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში. ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე პრაქტიკულად ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მზარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეძრდა ჭაობში, სიაღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთ პერსპექტივას, რასაც მას უსახავენ, არის ქვეყნიდან გაგდება. ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამჯერად ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფკლება დამთავრებულია. ახლა საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს იღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, ლიდერები რომლებიც ინაჩუნებენ ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, მეტი საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს. ჩვენ წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი