ვახტანგ მეგრელიშვილი - რატომ არის საჭირო სიცივეში, უზარმაზარი ოფისის ეზოში​ მოშიმშილეების კარვებში მოთავსება, ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ, თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით
ვახტანგ მეგრელიშვილი - რატომ არის საჭირო სიცივეში, უზარმაზარი ოფისის ეზოში​ მოშიმშილეების კარვებში მოთავსება, ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ, თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით.

„რატომ არის საჭირო ამ სიცივეში მოშიმშილეების კარვებში მოთავსება უზარმაზარი ოფისის ეზოში?! ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ? თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით? არ მესმის და ჩემი ბრალია?“ – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობის დასაწყებად კარვები გაშალეს.