ვახტანგ მეგრელიშვილი - მინდა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ დროს ჩამოვიდეს, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ გარემოზე, ახლა მისი ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება
ვახტანგ მეგრელიშვილი - მინდა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ დროს ჩამოვიდეს, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ გარემოზე, ახლა მისი ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება

მინდა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ დროს ჩამოვიდეს, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ გარემოზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ახლა სააკაშვილის ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება.

„მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს ჩამოვდივარო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოდის. მინდა, ჩამოვიდეს, მაგრამ ისე, რომ ეს არ იყოს პროვოკაციული ჩამოსვლა. ჩვენი საზოგადოება მომზადებული იყოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებისთვის და ამან არ იქონიოს გავლენა პოლიტიკურ გარემოზე. მგონი, ახლა მისი ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება და სავარაუდოდ, დაიჭერენ. მგონია, დაიჭერენ და არ უნდა ჩამოვიდეს. როცა საზოგადოება დავლაგდებით და სისხლის სამართლის საქმეები არ ეკიდება სხვადასხვა ადამიანის კისერზე, მაშინ შეიძლება ჩამოვიდეს. რისთვის უნდა ჩამოვიდეს, ციხეში უნდა ჩაჯდეს?!“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.