ვახტანგ გომელაური - ყველანაირი ძალადობა მიუღებელია 
ვახტანგ გომელაური - ყველანაირი ძალადობა მიუღებელია 

ფაქტი რაც ჰქონდათ გამოძიება იმის მიხედვით დაიწყეს, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.

„პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მიუღებელია ჟურნალისტებზეც და მოქალაქეზეც. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის მიხედვით. ფაქტი რაც ჰქონდათ, გამოძიება იმის მიხედვით დაიწყეს, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი“, – განაცხადა გომელაურმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმა მოხდა, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.