„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმა მოხდა, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ნაცემია ივერი მელაშვილი, დამტვრეულია კამერა და ტექნიკა. ისინი მომხდარში სასულიერო პირებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აგრესია დავით გარეჯის ტერიტორიაზე ივერი მელაშვილის გამოჩენამ გამოიწვია. გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში სიუჟეტის მოსამზადებლად ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი და ივერი მელაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.