ვახტანგ გომელაური - ჩვენი ხელისუფლების პოზიცია იცით, ეს არის ნატო-სკენ მისწრაფება
ვახტანგ გომელაური - ჩვენი ხელისუფლების პოზიცია იცით, ეს არის ნატო-სკენ მისწრაფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფება.

ამის შესახებ გომელაურმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენი პოზიცია იცით – ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ მისწრაფება. ნატო-სკენ მივდივართ. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. ერთ-ერთი არაწევრი ქვეყანა ვართ, რომელიც ძალიან ახლოს ვართ.  ჩართული ვართ ოპერაციებში, ავღანეთის მიმართულება იქნება თუ სხვა. არჩეული გვაქვს ჩვენი მიმართულება და მივყვებით მას“, – განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, აღნიშნული მცდელობები სავსეა სერიოზული შედეგებით, ამიტომ ასეთ პრეტენდენტებთან დაკავშირებით ფიქრია საჭირო.

დატოვე კომენტარი