ვაჟა სირაძე - თითოეულ პოლიციელს გვაქვს გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი
ვაჟა სირაძე - თითოეულ პოლიციელს გვაქვს გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციელებს აქვთ გამოცდილება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული როგორც ძალადობის საგანი.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

„თითოეულ პოლიციელს გვაქვს არაერთი გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა, რათა პოლიციელები დააზიანონ. დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება, საფრთხე შეექმნას, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს.

არსებობს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ და რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეშის შეტანას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.