აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეშის მიტანას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ
აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეშის მიტანას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეშის შეტანას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა სამართალდამცველებს სიმბოლურად შეშა აჩუქა.

„ამ შეშას გაჩუქებთ და იყავით ბედნიერები, ძალიან სერიოზული რამ აღკვეთეთ, მოიხადეთ თქვენი ვალი ქვეყნის წინაშე, ყოჩაღ, მეგობრებო. გული მტკივა, პოლიციელებს დიდ პატივს ვცემ და ახლა გხედავთ თქვენ ამხელა მობილიზაციით, რომ ასრულებთ პარტიის დავალებას და მეუბნებით, თურმე შეშა არ უნდა შევიტანოთ, გჩუქნით ამ შეშას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.