ვაჟა სირაძე - მოვუწოდებთ ორივე აქციის მონაწილეებს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ერთმანეთთან არ შევიდნენ კონფრონტაციაში
ვაჟა სირაძე - მოვუწოდებთ ორივე აქციის მონაწილეებს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ერთმანეთთან არ შევიდნენ კონფრონტაციაში

მოვუწოდებთ ორივე აქციის მონაწილეებს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ერთმანეთთან არ შევიდნენ კონფრონტაციაში, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მოადგილე ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ სიტყვის გამოხატვის საშუალებას მშვიდობიანი ფორმით. არის აქციის ორი მხარე, შესაბამისად, მოვუწოდეთ ორივე მხარეს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ერთმანეთთან არ შევიდნენ კონფრონტაციაში. პასუხიმგებლობა არის იმ აქციის ორგანიზატორებზე, ვინც არ დაემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – განაცხადა სირაძემ.

რუსთაველის გამზირზე, ორი აქციის გამიჯვნის მიზნით, პოლიციამ კორდონი მოაწყო და ავტობუსებით გზა გადაკეტა.