ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი
ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი

ვაჟა მარგველაშვილმა, აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე, მეორე შეხვედრაც მოიგო.

ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მეოთხედფინალში ბელორუსი დიმიტრი შერშინი იყო, რომელსაც გამარჯვების მომტანი ვაზარი, ორთაბრძოლის სტარტზევე აუღო და ოქროს მედლისკენ სვლას აგრძელებს.

ნახევარფინალში მსოფლიოს პრიზიორი გორელი ფალავანის მეტოქე, რუსი იაკუბ შამილოვი იქნება.

მეოთხედფინალამდე ვაჟამ, ირლანდიელი ნათან ბარნსი ვადამდე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში არიან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანიც, რომლებმაც უკვე თითო ორთაბრძოლის მოგება მოასწრეს.