ვაჟა მარგველაშვილმა მოგებით დაიწყო | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონი გორელი ძიუდოისტის მეტოქე, ირლანდიელი – ნათან ბარნს იყო, რომელიც ვაჟამ ორ წუთში დააიპონა და მეოთხედფინალში გავიდა.

მარგველაშვილი, რომელიც წონაში პირველ ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში ისვენებდა, ნახევარფინალში გადასასვლელად კი ბელორუსი დიმიტრი შერშანის დამარცხება მოუწევს.

დღესვე შეჯიბრში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანიც ჩაერთვებიან (ორივე 60 კგ.). ტურნირს ორივე მათგანი ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს.