ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში ექიმების აქცია გაიმართა
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში ექიმების აქცია გაიმართა

„თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ბათუმელმა ექიმებმა აღნიშნული მოთხოვნით დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის კურსელებიც იმყოფებოდნენ.

„ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი კურსელია. ჩვენ მაშინ ერთად ვსწავლობდით ოსებთან, აფხაზებთან და სხვა სტუდენტებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ცხინვალელი კოლეგები და მეგობრებიც შეწუხებული არიან. ჩვენ ჰიპოკრატეს ფიცი გვაქვს დადებული, ყველას უნდა მოვემსახუროთ. სამწუხაროა, რომ მისი ეს სურვილი პოლიტიკურად იქნა გამოყენებული“, – განაცხადა ექიმმა შორენა ვაშაძემ.

ექიმები კოლეგებთან ერთად დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რათა დაკავებული გათავისუფლდეს.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი