ვაჟა გაფრინდაშვილი - გუშინ საღამოს დავწერეთ წერილი, დილით დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო
ვაჟა გაფრინდაშვილი - გუშინ საღამოს დავწერეთ წერილი, დილით დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო

გუშინ საღამოს დავწერეთ წერილი, დილით დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო, ბარგიც არ ჩამილაგებია, რადგან იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, რაღაცები ახალი წლისთვის შენახული, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების თხოვნის დაწერიდან დაახლოებით 12 საათში, ერთ ღამეში გადაწყდა მისი გათავისუფლების საკითხი.

„ნამდვილად არ ვიცოდი, გუშინ საღამოს დავწერეთ ის წერილი, რა და როგორ იქნებოდა ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ მიაწვდიდნენ, ვინ მიაწვდიდა, როდის მიაწვდიდა. დილით, დაახლოებით 09:20 თუ 09:25 საათი იყო, დაცვა შემოვიდა, ნახეს ადგილზე, ეს ყველაფერი შენიოა? კიმეთქი და კარგი, ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო, ბარგიც მე არ ჩამილაგებია აბსოლუტურად, რადგან იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, რაღაცები, ახალი წლისთვის შენახული. ცხადია, იქ იქნებოდა ალბათ რაღაც პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი, იქ საერთო სუფრაზე იქნებოდა თუ რაღაცას შევიტანდი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამასთან, როგორც ექიმი ამბობს, შეწყალების თხოვნაში ბრალი აღიარებული არ ჰქონდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.