ვაჟა-ფშაველას პოემების კრებული ინგლისურ ენაზე გამოიცა
ვაჟა-ფშაველას პოემების კრებული ინგლისურ ენაზე გამოიცა

ლიტერატურის ცნობილი კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა-ფშაველას პოემების გაცნობა ინგლისურენოვან მკითხველებსაც შეეძლებათ.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე გამოიცა ნათარგმნი კრებული, რომელშიც ავტორის ცნობილი პოემებია შესული.

თარგმანზე დონალდ რაიფილდმა იმუშავა, ხოლო გამოცემა Garnet Press-ს ეკუთვნის.