უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატი დიმიტრი ხაჩიძე ვარაუდობს, რომ საბჭო მის კანდიდატურას დაბლოკავს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატი დიმიტრი ხაჩიძე ვარაუდობს, რომ საბჭო საბჭო მის კანდიდატურას დაბლოკავს.
დიმიტრი ხაჩიძის თქმით, მიუხედავად კანდიდატთა მრავალრიცხოვნობისა, კანდიდატებს შორის ღირსეული ძალიან ცოტაა. ამასთან დიმიტრი ხაჩიძემ ისაუბრა მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ.
„მე არ მგონია, პარლამენტში 20 კაციან სიაში მოვხვდე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ განსაკუთრებთ 2015 წლიდან არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის საბჭოს შორის დაიძაბა ურთიერთობა მურუსიძისა და ჩინჩალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით. მე პირადად, მგონია, რომ მაგ ფაქტორებიდან გამომდინარე 20კაციან სიაში ვერ მოხვდები.
მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ გვერდზე გადგომა არ მიმაჩნია სწორად. ამ პასუხისმგებლობით შევიტანე მე განაცხადი უზენაეს მოსამართლეობაზე. თუ ადამიანს ეუბნები შენ ვერ აკეთებ ამ საქმეს, მაშინ ისიც უნდა უთხრა, ვინ გააკეთებს მასზე კარგად”, – განაცხადა ხაჩიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.