უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე - გამოვრიცხავ ჩემზე რაიმე ტიპის ზეგავლენას
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე - გამოვრიცხავ ჩემზე რაიმე ტიპის ზეგავლენას

გამოვრიცხავ ჩემზე რაიმე ტიპის ზეგავლენას, – ასე პასუხობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე კითხვას, ექნება თუ არა მის სამომავლო საქმიანობაზე გავლენა მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან მოგობრულ ურთიერთობას.

შოთა გეწაძის თქმით, შეუძლებელია მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე უზენაეს სასმართლოს კანდიდატთა შერჩევის პროცესში იყვნენ ჩართულები.

„ეს არ არის დასამალი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ. ჩვენ ვართ თანამშრომლები, ერთი სასამართლოს მოსამართლეები, ეს არის ფაქტი. ამაში რაიმე უცნაურს მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება გავლენას, არც ბატონი მიხეილი არ არის ამ პროცესში ჩარეული და ვერც იქნება, არც ბატონი ლევანი. აქ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მე ვარ კანდიდატი და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. დღეს მე ოთხი საათის მანძილზე მესაუბრებოდა იუსტიციის საბჭო და ვფიქრობ, რომ დასაბუთებული პასუხები გავეცი ყველაფერს. მე, აბსოლუტურად გარწმუნებთ, რომ სხვა ზეგავლენას აქ არ და ვერ ექნება ადგილი. გამოვრიცხავ ჩემზე რაიმე ტიპის ზეგავლენას“, – განაცხადა შოთა გეწაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.