უწყებათაშორისი კომისიისადმი უნდობლობას დავით მათიკაშვილი არასამთავრობოთა სუბიექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
უწყებათაშორისი კომისიისადმი უნდობლობას დავით მათიკაშვილი არასამთავრობოთა სუბიექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისია ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელიც მნიშვნელოვან პროცესში მაკოორდინირებელ როლს ასრულებს.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხს ყველა, განსაკუთრებით უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

„რამდენადაც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან ბოლომდე ერთსულოვანნი გადაწყვეტილებაში, სადაც უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებენ. კითხვის ნიშანი ჩნდება, ხომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებული და სუბიექტური, რადგან მეც ვესწრები პირადად ამ სხდომებს და იქ გაუსაძლისი და სტრესული სიტუაცია ნამდვილად არ არის. იუმორით თუ შევხედავთ, შეიძლება რამეზე გავიღიმოთ, მაგრამ არ არსებობს სიტუაცია, სადაც ვინმეს რამე უპირატესობა ჰქონდეს, სიტყვის უფლება არ მიეცეს ან ზოგადად, დაირღვეს მიღებული წესები, რაც არსებობს მსგავსი კომისიის მუშაობაში. უფრო სუბიექტურობას ვხედავ, ვიდრე ობიექტურობასა და რაციონალიზმს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებენ.

დატოვე კომენტარი