უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანენ
უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანენ

უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანენ, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდას ვერტმფრენით ტრანსპორტირება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა მოითხოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვერტმფრენი უშგულისკენ უკვე გაემგზავრა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.