უშანგი მარგიანი (90 კგ.) მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა – პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ჩინელ – ჰებილიჯ ჯუს დაუპირისპირდა და შეხვედრა აქტიურადაც დაიწყო. ორთაბრძოლა მისი კარნახით მიდიოდა და ამან ორ წუთში შედეგიც გამოიღო. მარგიანმა ჩინელი მეტოქე თავისივე დაწყებულ ილეთზე დაიჭირა და მომდევნო ეტაპის საგზურიც ვადამდე მოიპოვა.
მერვედფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, მარგიანის მეტოქე, ბრაზილიელ – რაფაელ მაკედოსა და ბერძენ – თეოდოროს ცელიდისს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსნებთ, რომ ამვე წონაში ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრებიდან მედლის ერთ-ერთი მთავრი პრეტენდენტი – ბექა ღვინიაშვილი, რომელიც მეორე წრეში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
ფოტო – ზურაბ ქურციკიძე