უსეინ ბოლტი ავსტრალიის საფეხბურთო გუნდში ვარჯიშობს (ვიდეო)
ცნობილი იამაიკელი მძლეოსანი უსეინ ბოლტი, რომელიც რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის კლუბ „სენტრალ კოუსტთან“ ერთად ვარჯიშობს. სპორტის მოყვარულებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ბოლტს პროფესიულ ფეხბურთში თავის დამკვიდრება სურს და სინჯების გავლის თხოვნით, თავის დროზე, თვით „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებელ ალექს ფერგიუსონსაც კი მიმართა.
მოგვიანებით მან დორტმუნდის ბორუსიაშიც ივარჯიშა და ევროპელ მწვრთნელებს რომ თავი ვერ მოაწონა, საკუთარი შანსის ძებნა ავსტრალიაში დაიწყო.