ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაასრულა, განაცხადა, რომ არ აპირებს სპორტში დაბრუნებას ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსასვლელად.
„მინდა თუ არა სპორტში დაბრუნება? არა, მე არ გავირბენ ტოკიოში. მე დაბრუნებაზე ვფიქრობდი კარიერის დასრულებიდან პირველ წელს, მაგრამ ახლა არა. მივეჩვიე სტრესის გარეშე ცხოვრებას, შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა“, – განაცხადა ბოლტმა „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში.
33 წლის მძლეოსანი რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია.