უსაფრთხოების თანამშრომლების გაფიცვის გამო, გერმანიის აეროპორტებში ასობით ავიარეისი გაუქმდა
გერმანიის რვა აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა. გერმანიის აეროპორტების ასოციაციის ინფორმაციით, გაფიცვამ შესაძლოა, 200 ათასზე მეტ მგზავრს შეუქმნას პრობლემა.
ავიაკომპანია „ლუფტჰანზამ“ 500 ავიარეისი გააუქმა, რომელთაგანაც 28 საერთაშორისო ფრენა იყო.
გაფიცვაში მონაწილეობენ ჰამბურგის, ჰანოვერის, ბრემენის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ლეიპციგის, დრეზდენის და ერფურტის აეროპორტები. საერთო ჯამში გაფიცვაში 23 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
პროფკავშირები დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურების 20 ევრომდე გაზრდას ითხოვს.