ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და პარაგვაი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობას გეგმავენ #1TVSPORT
ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და პარაგვაი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთიანი განაცხადის შეტანას აპირებენ.
ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ ქვეყნები ერთობლივი განაცხადის მომზადებას გეგმავენ. ოფიციალურად განაცხადს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ფიფა) 2 აგვისტოს შეიტანენ.
სამხრეთამერიკელთა კონკურენტი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან, რომლებიც ასევე აპირებენ ერთობლივი განაცხადის შეტანას.
2030 წელს ზუსტად 100 წელი შესრულდება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარებიდან, მაშინ ტურნირს ურუგვაიმ უმასპინძლა. 1962 და 1978 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები, შესაბამისად, ჩილესა და არგენტინაში გაიმართა. პარაგვაის ამ ტურნირისთვის არასოდეს უმასპინძლია.